მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GG House რიგით მე-6 ფილიალს დიდ დიღომში გახსნის - ახალ მაღაზიაში 1.5 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო

gg house

საბითუმო-საცალო ვაჭრობის ქსელი „ჯიჯი ჰაუსი“ გაფართოებას განაგრძობს. კომპანია შაბათს, 19 სექტემბერს, დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, რიგით მეექვსე ფილიალს გახსნის.

კომპანიის თანადამფუძნებელი და დირექტორი, გოჩა ფუხაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, რომ ახალი მაღაზია ქსელში ყველაზე დიდი ფორმატის იქნება და დაახლოებით 1 200 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. ფილიალში 25 000-მდე დასახელების პროდუქტი იქნება წარმოდგენილი - საყოფაცხოვრებო ქიმიიდან და ჰიგიენის საშუალებებიდან დაწყებული, ჭურჭლითა და ელექტრონიკით დასრულებული.

როგორც ის ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, დიდ დიღომში ახალი ფილიალის გახსნის გადაწყვეტილება ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნამ განაპირობა. მისი თქმით, კომპანია ახალი ლოკაციების შერჩევისას მომხმარებლების საჭიროებებს ითვალისწინებს.

„მოსახლეობიდან იყო ძალიან დიდი მოთხოვნა. ძალიან დიდი დასახლებაა უკვე დიღომში და სადაც უფრო მეტი მოთხოვნაა, შესაბამისად, ჩვენც ვითვალისწინებთ მომხმარებლის თხოვნას. წინა ფილიალებისგან განსხვავებულია იმიტომ, რომ ყველაზე დიდი ფართი არის - 1 200 კვადრატული მეტრი. ასორტიმენტიც დამატებულია, სადღაც 20-25 ათას პროდუქტამდე გვაქვს წარმოდგენილი ამ ფილიალში და შესაბამისად, მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული იქნება აქ მოსვლა, პროდუქციის შეძენა.

ამ კონკრეტულ ფილიალში მილიონ-ნახევრის ინვესტიცია გვაქვს ჩადებული და ის „ჯიჯი ჰაუსის“ ქსელში ყველაზე მასშტაბური იქნება. ფილიალში დაახლოებით 25 000 დასახელების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. ასევე ვაპირებთ რამდენიმე ახალი ბრენდის დამატებას, თუმცა მათ ამ ეტაპზე სიურპრიზად შევინახავთ. სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ პროდუქციის რაოდენობა 30 000-მდე გავზარდოთ, რადგან არსებული სივრცე ამის შესაძლებლობას გვაძლევს“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.

მისივე შეფასებით, ახალი ფილიალის გახსნა კომპანიის დასაქმების მაჩვენებელზეც აისახება. დიდ დიღომში მუშაობას პირველ ეტაპზე 35-40 ადამიანი დაიწყებს, ხოლო ქსელში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა, ჯამში 250-მდე გაიზრდება. ფუხაშვილის თქმით, თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა მხოლოდ ახალი ფილიალის გახსნას არ უკავშირდება და კომპანიაში მოთხოვნის შესაბამისად კადრების დამატების საჭიროებასაც ხედავენ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, "ჯიჯი ჰაუსის" გაფართოების გეგმა მეექვსე ფილიალის გახსნით არ სრულდება. კომპანიაში რამდენიმე ახალი ლოკაციის განხილვა უკვე მიმდინარეობს და ერთ-ერთი მიმართულება საბურთალოა : „მომხმარებლიდან გამომდინარე, მოთხოვნიდან გამომდინარე ვხსნით ახალ ფილიალებს. დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე ფილიალი. ვფიქრობთ, რომ საბურთალოს ტერიტორიაზე გავხსნათ და კიდევ რამდენიმე ადგილას, რომელსაც ამ ეტაპზე სიურპრიზად დავტოვებ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები