მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ღამით 45 ჩაკეტილი სოფელი გავხსენით" - იმერეთის რწმუნებული

ლევან ზალკალიანი

იმერეთის რეგიონში სტიქიას კვლავ ებრძვიან. ამ დრომდე გარე სამყაროსაა მოწყვეტილი ათობით სოფელი. როგორც იმერეთის რწმუნებულმა, ლევან ზალკალიანმა განაცხადა, გუშინ ღამით 45 სოფლის გახსნა მოხერხდა. მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.

„იმერეთში მთელი ღამის განმავლობაშიო მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, მუშაობდა 94 ერთეული ტექნიკა და გუშინ ღამითვე მოხდა 45 ჩაკეტილი სოფლის გახსნა, 150-მა ერთეულმა ტექნიკამ დილიდანვე დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები. დარჩენილი 20 000 აბონენტიდან გუშინ 12 000 აბონენტს აღუდგა ელექტროენერგია“, - განაცხადა იმერეთის რწმუნებულმა.

იმერეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის, ბაღდადის მერის კახა ენუქიძის განცხადებით, ამჟამად 10 სოფელია დაკეტილი.

„კონტაქტი მოსახლეობასთან არ შეგვიწყვეტია. ადგილობრივი შტაბის წევრების, საგანგებო სიტუაციების სამსახურის და თავდაცვის ძალების დახმარებით შევძელით რომ მათთვის სურსათი და მედიკამენტები. 200 აბონენტია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი, მაგრამ მიმდინარეობს სამუშაოები, ასევე 30 აბონენტს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი, იქაც მიმდინარეობს სამუშაოები“, - განაცხადა მერმა.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის ძალებიც. სოფლებში ჩარჩენილი მოსახლეობის დახმარებას აქტიურად ცდილობენ მოხალისეთა ჯგუფები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები