მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბაშვილი, კობახიძე, კალაძე - ანტიკორუფციული ბიურო 300 საჯარო მოხელის ქონებრივ დეკლარაციას შეისწავლის

ღარიბაშვილი

ანტიკორუფციული ბიურო 2024 წლის განმავლობაში 300 საჯარო მოხელის ქონებრივ დეკლარაციას შეისწავლის.

კომისიის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს შესასწავლ ქონებრივ დეკლარაციებს შორის იქნებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები და მათი მოადგილეები, ასევე დეპუტატები, აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს და მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს და მთავრობის წევრები. შემოწმდებიან ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საერთო სასამართლოს მოსამართლეები, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრები, სემეკის წევრები და ენერგოომბუდსმენი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მაღალი თანამდებობის პირები, შპს „საქართველოს ფოსტა“, „საქართველოს რკინიგზა“, ესკო, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, საქართველოს განვითარების ფონდი, ბლექ სი არენა ჯორჯია, პროკურატურა, საქართველოს ეროვნული ბანკი და ა.შ.

შესამოწმებელი დეკლარაციები საჯარო სამსახურის ბიუროს ფარგლებში სპეციალურმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია.

კომისიის შემადგენლობა, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, ასეთია: გიორგი დავითური - „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ქეთევან შოშიაშვილი - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, თამარ ხუხია - საია, ნინო დოლიძე - ილიას უნივერსიტეტი და ალექსანდრე კუხიანიძე - თსუ.

ვის ქონებრივ დეკლარაციას შეამოწმებენ წელს? სრული სია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები