მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღაზის სექტორის აღდგენას $90 მლრდ დასჭირდება

ისრაელი

ჰამასის მიერ ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმის განხორციელებიდან უკვე წელიწადზე მეტია გასული, ამ პერიოდის განმავლობაში კი დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთის წინააღმდეგ დიდი მოცულობის რესურსები და ენერგია დახარჯეს.

გაეროს შეფასებით, ღაზის სექტორში მცხოვრები მოსახლეობის გადარჩენა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია, რისთვისაც პირდაპირი ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგიონი ჰუმანიტარული კატასტროფისთვის არის განწირული.

ამჟამად ღაზის სექტორში შენობების უმრავლესობა განადგურებულია, ინფრასტრუქტურა აღარ მუშაობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რეგიონს აღარ მიეწოდება არც დენი, არც წყალი და არც გაზი.

გაეროს გამოთვლებით, კონფლიქტის დასრულების შემდეგ, ღაზის სექტორის აღდგენას დაახლოებით 7 წელიწადი და 90 მილიარდი დოლარი დასჭირდება. ცხადია, ამ მოცულობის ფინანსური რესურსი ღაზაში ფიზიკურად არ არსებობს, ამიტომ რეგიონის აღსადგენად საერთაშორისო ინვესტორების ჩართვა იქნება საჭირო, თუმცა ღაზის სექტორში თანხის დაბანდებით ამჟამად არცერთი მსხვილი ინვესტორი დაინტერესებული არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები