მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ღიად გამოდით რეჟიმის წინააღმდეგ... შემოუერთდით გაფიცვას - თინა სტამბოლიშვილი

სტამბოლიშვილი

GIPA-ს ასოცირებული პროფესორი, კომუნიკაციების ექსპერტი თინა სტამბოლიშვილი ბიზნესს მოუწოდებს, დღეს დაანონსებულ საყოველთაო გაფიცვას შეუერთდეს. ამის შესახებ მან Facebook-ის გვერდზე დაწერა.

კომუნიკაციების ექსპერტი იმ ბიზნესებს, რომლებსაც სანქციების ეშინიათ საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირებას ურჩევს და ამბობს, რომ ამ ნაბიჯებით ისინი ქვეყნის გამოხსნას დაეხმარებიან.

„დღეს რომელიმე ბიზნესი თუ არ აპროტესტებს (ხაზს ვუსვამ არ აპროტესტებს) არსებულ მდგომარეობას, რისი იმედი აქვს?

სასამართლოს არარსებობის პირობებში "დაარასკლადებს" ოფიციოზთან - ანუ გარიგებაში შევა, კორუფციაში შევა, კომპრომატებს მოიმატებს და კიდევ უფრო დაუცველი გახდება?

ძალოვნების გაშპანების პირობებში - პირად დაცვას მოიმატებს, თავად იარაღს დაიჭერს (თავად შექმნის ძალოვანს), ხელისუფლების შპანას გადაუხდის რომ დაიცავს?

თავდაცვის მიზნით მფარველად დაიყენებს მდინარაძეს, სამხარაძეს, ზარქუას (ვინმე ეგეთს) - მათ გადაუხდის “მოსაკრებელს” (ოფიციალური რეკეტი)?

სხვა რამე გაქვთ მოსაზრება? რისი იმედი აქვთ?

ახლა რას ნიშნავს პროტესტი:

- ჩუმად მყოფი ბიზნესი არის აი ზემოთ აღწერილი სიტუაციისთვის რომ ემზადება და რისთვის წირავს თავის თავს, ხომ ხვდებით

- პროტესტი ნიშნავს ღიად რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლა: მხარე უნდა დაიჭირონ

- პოლიტიკაში არ ვერევი იდიოტობაა და არაბიზნესური (ზევით აღვწერე რატომაც) - ისევ რეჟიმის წინააღმდეგ უნდა გამოხვიდე. Georgian Capital-ის განცხადება, შესაბამისად, არაბიზნესურია.

რჩევა, ვისაც სანქციების ეშინია:

ღიად გამოდით რეჟიმის წინააღმდეგ - მოითხოვეთ ფრი ბიზნესის პლატფორმის გახსნა და დაემატეთ

შემოუერთდით გაფიცვას - ღიად განაცხადეთ

დაეხმარეთ გამოყრილ საჯარო მოხელეებს, გადაუხადეთ ჯარიმები დემონსტრანტებს - ისინი თქვენი თავისუფლებისთვის ისჯებიან

ღიად მოითხოვეთ პატიმრების გამოშვება - მზია ამაღლობელი და ყველა სხვა თქვენი ბიზნესის თავისუფლებისთვის ზის

მხარი დაუჭირეთ და დააფინანსეთ თავისუფალი მედია, არასამთავრობოები, აქტივისტების ჯგუფები.

თავისუფალი სასამართლოს და სხვა ინსტიტუტების არარასებობის პირობებში ასეც და ისეც მაგრად ჩაიძირებით და ამ ნაბიჯებით სანქციებს მაინც ასცდებით. ამ ნაბიჯებით ძალიან მაგრად დაეხმარებით ქვეყნის გამოხსნას. ეს მაინც მოხდება, ოღონდ რამდენად მტკივნეული იქნება , თქვენზეა დამოკიდებული“, - წერს თინა სტამბოლიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები