მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღმერთმა ქნას, მეტი შესაძლებლობა გვქონდეს და ეკომიგრანტთა კომპენსაციების ასანაზღაურებელი თანხა იყოს მზარდი - სარჯველაძე

ჯანდაცვის სამინისტრო

ღმერთმა ქნას, მეტი შესაძლებლობა გვქონდეს და ეკომიგრანტთა კომპენსაციების ასანაზღაურებელი თანხა იყოს მზარდი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თუმცა მინისტრი დასძენს, რომ უმეტეს მუნიციპალიტეტებში თანხა ეკვივალენტური ქონების შესყიდვისთვის საკმარისია.

„რაც შეეხება დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამას და ასანაზღაურებელ ოდენობას, 30 ათასი ლარის განსაზღვრაზე. მივესალმები, ღმერთმა ქნას გვქონდეს მეტის შესაძლებლობა და ეს თანხა იყოს მზარდი. თუმცა უნდა ვთქვა, რომ უმრავლეს შემთხვევაში, სადაც ეკომიგრანტთა პრობლემა იქმნება, თანხა არის ხოლმე საკმარისი იმისთვის, რომ ეკვივალენტური ღირებულების ქონება შეიძინოს სახელმწიფომ. ბევრი მუნიციპალიტეტის შემთხვევაში თანხა საკმარისია, თუმცა არსებობს ალბათ ადგილები, სადაც შეიძლება ეს პრობლემური იყოს.

ასეთ საკითხებზე უნდა ვიმსჯელოთ, უნდა ვთქვათ ღიად ამ პრობლემებზე, რადგან არავის აქვს მიზნად, რომ თუ უფლება მინიჭებული აქვს, რომ ადეკვატური საცხოვრებელი მიიღოს, ბუნებრივია, არავინ აპირებს მოქალაქის დაჩაგვრას და თქმას, რომ უფრო ნაკლები ღირებულების იყოს ის კომპენსაცია, რომელსაც ის მიიღებს. ნებისმიერი საღი შემოთავაზებისთვის მზად ვართ, რომ ვიმსჯელოთ“, - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები