2024 წლის 8 თვეში საქართველოში ღორის ხორცის იმპორტი 15.9%-ით 35.4 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.
შემცირება განპირობებული სავარაუდოდ ცოცხალი ღორების იმპორტის ზრდითაა განპირობებული. ბოლო წლებში ბიზნესს რუსეთიდან ცოცხალი ღორები აქტიურად შემოჰყავს. წელს, იანვარ-აგვისტოში საქართველომ 19.6 მლნ აშშ დოლარის 12,878 ტონა ცოცხალი ღორი იყიდა, რაც 20.2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, როცა საქართველომ 16.3 მლნ აშშ დოლარის 10,857 ტონა პირუტყვი შეიძინა.
რაც შეეხება ღორის ნედლ, გაყინულ, ან გაციებულ ხორცს, წელს საქართველომ 35.4 მლნ აშშ დოლარის 15,677 ტონა ხორცი იყიდა, გასული წლის საანგარიშო პერიოდში კი, 42.1 მლნ აშშ დოლარის 17,381 ტონა.
გამოდის, წელს იმპორტირებული ღორის ხორცის შესაძენად საქართველომ 2.25 აშშ დოლარი გადაიხადა, გასულ წელს კი, 2.42 აშშ დოლარი. (საუბარია იმპორტის ფასზე საბაჟო გადასახადების გარეშე).
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს TOP-5 ქვეყნის ჩამონათვალი ასეთია:
- ბრაზილია - $31.7 მლნ-ს 13,814 ტონა;
- არგენტინა - $1.6 მლნ-ს 877 ტონა;
- პარაგვაი - $459.8 ათასის 308 ტონა;
- რუსეთი - $326.6 ათასის 184.1 ტონა;
- გერმანია - $324.2 ათასის 144.5 ტონა.
რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს სრულად, 2023 წელს საქართველომ 62,5 მლნ აშშ დოლარის 26,223 ტონა ღორის ხორცი იყიდა, 29.5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.