წელს, იანვარ-აგვისტოში საქართველომ 19.6 მლნ აშშ დოლარის 12,878 ტონა ცოცხალი ღორი იყიდა, რაც 20.2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, როცა საქართველომ 16.3 მლნ აშშ დოლარის 10,857 ტონა პირუტყვი შეიძინა.
გასულ წელსაც, მთავარი იმპორტიორი რუსეთი იყო, რიგით მეორე კი, ბელორუსი. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2024 წლის 8 თვეში საქართველომ რუსეთიდან 19.3 მლნ აშშ დოლარის 12,853 ტონა ღორი შეიძინა. მეორე იმპორტიორი ქვეყნიდან, დანიიდან კი, 306.6 ათასი აშშ დოლარის 24.4 ტონა.
უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წლებში საქონლის იმპორტი ძირითადად რუსეთიდან ხდებოდა. ამავე დროს, სხვადასხვა პერიოდში ცოცხალი ღორის იმპორტი მცირე მოცულობა ბელარუსიდან, უკრაინიდან და ბურლგარეთიდანაც ხდებოდა. წელს კი, ჩამონათვალს დაემატა დანიაც.
ცოცხალი ღორის, ისევე, როგორც ღორის გაყინული ხორცის იმპორტი წლიდან წლამდე იზრდება. აღსანიშნავია, რომ საპარტნიორო ფონდმა და კომპანია Native Georgian-მ „ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი“ 2018 წელს დაიწყეს. 5 ეტაპისგან შემდგარი პროექტის საერთო ღირებულება 15 მილიონი დოლარი უნდა ყოფილიყო. მაშინ, სახელმწიფოს მხრიდან ერთ-ერთ მიზნად გადაშენების პირად მყოფი ქართული ღორის პოპულაციის ზრდასთან ერთად იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაც სახელდებოდა. BM.GE შეეცდება გაარკვიოს, როგორია პროგრამის შედეგები 6 წლისთავზე.
საქართველომ ცოცხალი ღორები მხოლოდ რუსეთიდან იყიდა - იმპორტი $10.8 მლნ-მდე გაიზარდა
„ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტში“ 3 მლნ ჩაიდო - რა ხდება დღეს?
საპარტნიორო ფონდი "ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტს" ახორციელებს