2024 წლის პირველ 5 თვეში საქართველოში ცოცხალი ღორების იმპორტი გაიზარდა. ამ პერიოდში ქვეყნიდან ამ დასახელების საქონლის შესაძენად 10 მილიონ 889 ათასი დოლარი გავიდა და ჯამში 7 292 ტონა ცოცხალი ღორი შემოვიდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ზრდა ფიქსირდება იმპორტის ღირებულების - 24.1%-ით და მოცულობის შემთხვევაში - 24.7%-ით.
მიმდინარე წელს ცოცხალი ღორების ერთადერთი საიმპორტო ქვეყანა რუსეთი იყო. რა თქმა უნდა, იმპორტის ზრდის მაჩვენებელიც, სწორედ ჩრდილოეთით მოსაზღვრე ქვეყნიდან ცოცხალი ღორების შემოყვანის ზრდამ განაპირობა. იანვარ-მაისის სტატისტიკის მიხედვით, ამ დასახელების საქონელი რუსეთიდან იმპორტირებული უმსხვილესი საქონლის TOP-10-ეულში მერვე ადგილზეა.
უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წლებში საქონლის იმპორტი ძირითადად რუსეთიდან ხდებოდა. ამავე დროს, სხვადასხვა პერიოდში ცოცხალი ღორის იმპორტი მცირე მოცულობა ბელარუსიდან, უკრაინიდან და ბურლგარეთიდანაც ხდებოდა.