მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღრმად თანავუგრძნობთ საქართველოს საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო - ზელენსკი

ზელ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო ქართველ საზოგადოებას თანაგრძნობას უცხადებს. ზელენსკიმ განცხადება "ტვიტერზე" ქართულ ენაზე გამოაქვეყნა.

„ღრმად თანავუგრძნობთ საქართველოს საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.

ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ რაჭის მაღალმთიან რეგიონში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, ყველა დაშავებულს“, - წერს ზელენსკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები