აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი სახელმწიფო მდივნის მიერ სანქციების გამოცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის წუხს, რომ "ეს აქამდე მივიდა".
"დღეს სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გამოაცხადა სავიზო შეზღუდვების შესახებ იმ პირების მიმართ, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში. როგორც ყოფილი ელჩი საქართველოში, ღრმად ვარ დამწუხრებული, რომ ეს აქამდე მივიდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი", - წერს აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი სოციალურ ქსელ X-ში.
შეგახსენებთ, აშშ-მა სავიზო სანქციები გამოაცხადა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე პასუხისმგებელთა და მათი ოჯახების წინააღმდეგ. ასევე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შტატები გადახედავს საქართველოსთან არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს.