მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ღრუბლებს ზემოთ“: თუში გოგოს კაფე ზღვის დონიდან 2970 მეტრზე - დაჯი ოშორიძე ქალების ნარატივში

საქართველოს რთულად მისადგომ რეგიონებში ტურისტული ბიზნესის განვითარება უდიდეს ფიზიკურ ძალისხმევასა და გამბედაობას მოითხოვს. თუშეთისკენ მიმავალ ექსტრემალურ გზაზე, ზღვის დონიდან 2970 მეტრზე, სრულიად უნიკალური სივრცე მდებარეობს. კაფე „ღრუბლებს ზემოთ“ დამღლელი მგზავრობის შემდეგ ტურისტებისთვის ერთადერთ მყუდრო შესაჩერებელ ადგილს წარმოადგენს, სადაც მათ არომატული ყავითა და ხელნაკეთი ნამცხვრებით უმასპინძლდებიან. ამ ინსპირაციული სივრცის სულისჩამდგმელი ახალგაზრდა მეწარმე, დაჯი ოშორიძე გახლავთ, რომელიც დასახლებული პუნქტებიდან ათეულობით კილომეტრის მოშორებით ობიექტს ოთხფეხა მეგობართან ერთად სრულიად დამოუკიდებლად მართავს.

სტუმარი: დაჯი ოშორიძე - „ღრუბლებს ზემოთ“, დამფუძნებელი

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები