მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი მცირედით იკლო - რა ტენდენციებია ბაზარზე?

ღვინოები

ღვინის ექსპორტი გაიზარდა - წლიურად ზრდა 16.1%-ია. მონაცემებით, საექსპორტო ბაზრებზე წელს საქართველომ 174.3 მლნ დოლარის ღვინო გაიტანა და 24 მლნ დოლარით მეტი შემოსავალიც მიიღო, ვიდრე შარშან. მონაცემები აჩვენებს, რომ 1 ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი 2 დოლარი 88 ცენტია.

ექსპორტის ძირითადი ტენდენციები არ შეცვლილა - ჯამურ გაყიდვების უდიდესი რუსეთზე მოდის, თუმცა ამ კუთხით მცირედი ცვლილებაა თუ იანვარ-ივნისში რუსეთს მთლიანი საექსპორტო კალათის 70.9% ეკავა, 7 თვის ჭრილში ეს მაჩვენებელი 69.6% -მდე შემცირდა. მთლიანობაში წელს ამ ბაზარზე იანვარ-ივლისში 121.4 მლნ დოლარის 44 655 657 ღვინო გაიყიდა. თითო ლიტრის საშუალო ფასი 2.7 დოლარი იყო.

რუსეთში ღვინის ექსპორტი 22%-ით არის გაზრდილი და ეს დამატებით 22 მლნ დოლარის შემოსავალს ნიშნავს. თუმცა, წელს რუსეთის ბაზარზე განსხვავებული ტენდენცია, რაზედაც გავლენა რუსეთში იმპორტირებულ ღვინოზე ტარიფების ზრდამ გამოიწვია. ამ ფაქტორის გამო ღვინის ექსპორტიორი კომპანიები, წლის ძირითადი საექსპორტო მოცულობების გატანას ჩრდილო-მოსაზღვრე ქვეყანაში, გადასახადის გაზრდამდე შეეცადნენ. თუ მარტსა და აპრილში ექსპორტი ძალიან მაღალი იყოს და შესაბამისად, 29 მლნ და 34.5 მლნ დოლარს შეადგენდა, მაისსა და ივნისში ეს მაჩვენებელი 4.9 მლნ და 6.5 მლნ დოლარამდე შემცირდა. ივლისში ვითარება ზრდას დაუბრუნდა - რუსეთის ბაზარზე 10.33 მლნ დოლარის ღვინო გაიყიდა. ბოლო თვეებთან შედარებით ზრდის მიუხედავად, ივნისის მაჩვენებელი გასულ წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 17.3 მლნ მკვეთრად ჩამორჩება.

ღვინის საექსპორტო ბაზრები

  1. რუსეთი - 121.4 მლნ დოლარი / 44 655 657 ლიტრი ღვინო
  2. პოლონეთი - 9.05 მლნ დოლარი / 3,683,491 ლიტრი ღვინო
  3. უკრაინა 6.8 მლნ დოლარი/ 2,442,534 ლიტრი ღვინო
  4. ყაზახეთი, 6.4 მლნ დოლარი/ 1,940,125 ლიტრი ღვინო
  5. ჩინეთი - 4.8 მლნ დოლარი/ 1,380,059 ლიტრი ღვინო
  6. ბელარუსი 4.23 მლნ დოლარი 1,525,069 ლიტრი
  7. აშშ - 4.2 მლნ დოლარი / 710,232 ლიტრი ღვინო
  8. გერმანია - 3.53 მლნ დოლარი / 799,920 ლიტრი ღვინო
  9. ლატვია - 2.3 მლნ დოლარი 606,744 ლიტრი ღვინო
  10. ლიეტუვა 1.3 მლნ დოლარი 375,210 ლიტრი ღვინო

მეშვიდე პოზიციაზეა აშშ, სადაც ტენდენცია დადებითია. აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტი წლიურად 1.12 მლნ დოლარით გაიზარდა. სულ ოკეანეს გაღმა 4.2 მლნ დოლარის ქართული ღვინო გაიყიდა, წლიურად ზრდა 36%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები