2023 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში საქართველომ ღვინის რეალიზებით 217 მილიონ 303 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ყურძნის ნატურალურმა ღვინოებმა უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში 4.3%-იანი წილით მესამე ადგილი დაიკავა.
ქვეყნიდან ღვინის რეალიზების მაჩვენებელი წლიურად 8.2%-ით გაიზარდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტირებული ღვინის მოცულობა 2022 წლის 10 თვეში უფრო მეტი იყო. წელს 75 726 ტონა ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასულ წელთან შედარებით 4%-ით ნაკლები მაჩვენებელია. ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო საქონელი ექსპორტზე ყველაზე დიდი მოცულობით რუსეთში გადის. ჩამონათვალშია პოლონეთი, უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, აშშ, გერმანია, ლატვია, ლიეტუვა.
BM.GE-იმ საქსტატიდან მსოფლიოში ქართული ღვინის ექსპორტიორი კომპანიების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. 10 თვის მონაცემებით, უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიების ათეულში შედიან სს ბადაგონი, სს თელავის ღვინის მარანი, სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა, შპს Bolero & Company, შპს ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი, შპს ასკანელი ძმები, შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია, შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა, შპს კახური ღვინის მარანი, შპს მეღვინეობა ხარება.
როგორი იყო 2023 წელი ქართული ღვინის კომპანიებისთვის?
სტუმარი: ზურაბ რამაზაშვილი - "თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელი;