წელს საქართველოს მასშტაბით უამინდობა გამოწვევად იქცა. გაზაფხულის შემდეგ წვიმებმა, სეტყვამ და ქარმა თითქმის სრულად მოიცვა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო. უამინდობამ პრობლემები შეუქმნა სხვადასხვა მოსავალს. განსაკუთრებული სირთულეების წინაშე კი მევენახე ფერმერები აღმოჩნდნენ, რომელთა ნაწილმა რთველის ჩატარებაც ვერ მოასწრო. როგორც ისინი ამბობენ, სტიქიებმა გავლენა მოახდინა, როგორც დიდ ასევე მცირე წარმოებებზე. რთველი 2023 ტრადიციულად ვერ ჩაივლის. ახლა მათი მთავარი საზრუნავი დაზიანებული ყურძნისგან ხარისხიანი ღვინის მიღებაა.
➡ოთო ტაბატაძე - მეღვინეობა "ნეკრესის" თანადამფუძნებელი;
➡გიორგი სხირტლაძე - მეღვინეობა „მელიტონის“ დამფუძნებელი;
➡თამაზ ომანაძე - „ხომლის მარანი“, დამფუძნებელი;
➡შალვა ქურდაძე - „ფაფრის ველი“, დამფუძნებელი;
➡იაგო ბიტარიშვილი - მეღვინე;