მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ღვინის კომპანია 91" ექსპორტზე უკრაინაში გადის

91

“ღვინის კომპანია 91" ექსპორტზე უკრაინაში გადის. ამის შესახებ ღვინის მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელმა, თამარ მარკოზაშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა და განმარტა, რომ კომპანიისთვის ამ ბაზარზე შესვლა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.

მისი ინფორმაციით, უკრაინის ბაზარზე “ღვინის კომპანია 91"-ს ღვინოები ჰორეკა სექტორში იქნება წარმოდგენილი.

"კომპანიისთვის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. ვინაიდან, უკრაინა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ღვინის მიმართულებით და არა მხოლოდ. ჩვენთვის ეს იქნება დიდი სიახლე, რადგან ძალიან კარგ პარტნიორთან მოვახერხეთ ხელშეკრულების გაფორმება და ძირითადად ვიმუშავებთ ჰორეკა სექტორზე, რისი ათვისების შესაძლებლობაც აქამდე არ მოგვეცა, გასაგები მიზეზებიდან გამომდინარე“, - თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ “ღვინის კომპანია 91"-ის ღვინოები გარდა უკრაინისა, გერმანიისა და ჩეხეთის ბაზრებზეც იყიდება. მარკოზაშვილის თქმით, ექსპორტის წილი გაყიდვებში ჯამურად 50%-ს შეადგენს, თუმცა დასძენს, რომ გერმანიაში ექსპორტის ზრდაზე აქტიური სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე 2021 წელს ბაზარზე 7 თვეში 12.4 მლნ აშშ დოლარის 4 758 ტონა ქართული ღვინო გაიყიდა, მიმდინარე წელს ანალოგიურ პერიოდში კი 7.2 მლნ აშშ დოლარის 2 609 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები