მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის ქართველმა მწარმოებლებმა ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა

ღვინო

ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანიის პროდუქცია სინძიანის პროვინციის ქალაქ ურუმჩიში, გამოფენაზე „The 8th Eurasia Expo“ იყო წარმოდგენილი.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გამოფენა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს და კომერციის სამინისტროს პატრონაჟით ჩატარდა და მასში 70 ქვეყნის 12 ათასამდე წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. გამოფენას ყოველწლიურად 2 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს, რაც ქართული ღვინის მწარმოებლებს აძლევს საუკეთესო შესაძლებლობას, აზიის ღვინის ბაზარზე პოტენციურ პარტნიორებთან დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები.

"აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით,

2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის განსახორციელებლად, ჩინეთის ბაზარზე მარკეტინგულ კომპანიასთან „Meiburg Wine Media“ და ღვინის მაგისტრ ქესიდი დარტთან თანამშრომლობს", - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები