მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ღვინის სააგენტომ ბრიტანეთში მარკეტინგისთვის ახალი კომპანია დაიქირავა - რა მოცულობის ღვინოს ვყიდით?

ბრიტანეთი

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით, 2025 წელს, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას „Swirl Wine Group” განახორციელებს, რომელსაც ცნობილი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი (Sarah Abbott) ხელმძღვანელობს - ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კამპანიის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართულ ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გაზრდის მიზნით, მიმდინარე წელს დეგუსტაცია-
სემინარები დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებზე, განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები. მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ღვინის ტურები მოეწყობა საქართველოში.

"დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდა ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა. 2024 წელს, ექსპორტირებული იყო 426 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 72%-ითაა გაზრდილი", - წერია ღვინის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნია, რომ 2025 წლის დასაწყისში ბრიტანეთში ღვინის გაყიდვის მაჩვენებელი შემცირებულია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში საქართველომ ამ მიმართულებით 80.8 ათასი აშშ დოლარის ღვინო გაყიდა, რაც გასული წლის მონაცემზე 43.1%-ით ნაკლებია. 1 ლიტრის ფასი, როგორც გასულ ისევე მიმდინარე წელს 4.48 აშშ დოლარია.

რაც შეეხება ბოლო 5 წლის სრულ მონაცემებს, რეკორდული 2021 წელი იყო, როცა საქართველომ ბრიტანულ ბაზარზე 2.1 მლნ აშშ დოლარის ღვინო გაყიდა.

  • 2020 - $1.3 მლნ;
  • 2021 - $2.1 მლნ;
  • 2022- $1.6 მლნ;
  • 2023 - $1.3 მლნ;
  • 2024 - $1.8 მლნ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები