მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინო მსოფლიოს საუკეთესო შატოებიდან - თბილისში Cavavin Georgie-ს პირველი მაღაზია-ბარი გაიხსნა

კავავინი

ფრანგული, პრემიუმ ხარისხის ალკოჰოლური სასმელების მაღაზია "კავავინი" თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Cavavin Georgie-ს სახელწოდებით უკვე ოფიციალურად გაიხსნა. ეს არის სივრცე, რომელიც მომხმარებელს მთელი მსოფლიოდან 400 სახეობის ღვინის და ასევე სხვა ალკოჰოლური სასმელების ფართო არჩევანს სთავაზობს. საუკუნოვანი ისტორიის მქონე ფრანგული ბრენდის საქართველოში შემოყვანა კომპანია "ალკორიუსმა" უზრუნველყო, რომელიც "კავავინის" ოფიციალური წარმომადგენელია.

"კომპანია "კავავინი", რომლის ოფიციალური ფრენჩაიზერი შპს "ალკორიუსია", საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ევროპის მასშტაბით ოპერირებს და აქვს 300-მდე მაღაზია. ყველა ის პროდუქტი, რაც ევროპის ქვეყნებში მდებარე "კავავინის" მაღაზიებშია წარმოდგენილი არის ჩვენთან და ანალოგიურად, რა ქართული ღვინოებიც იქნება ჩვენს მაღაზიაში წარმოდგენილი, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მათ ევროპის ბაზარი ეხსნებათ და დაახლოებით 300-მდე ობიექტზე იქნებიან წარმოდგენილები. ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ქართველ მომხმარებელს ღვინოები მთელი მსოფლიოდან გავაცნოთ, ხოლო მსოფლიოს გავაცნოთ ქართული ღვინო", - ამბობს კომპანია "ალკორიუსის" გენერალური დირექტორი ირაკლი ხალვაში.

როგორც კომპანია "ალკორიუსის" წარმომადგენლები განმარტავენ Cavavin Georgie-ში მსოფლიოში ცნობილი შატოებიდან და ვენახებიდან საგულდაგულოდ შერჩეული ალკოჰოლური სასმლის კოლექციები და ღვინის რელიზებია წარმოდგენილი.

"კავავინში" თითქმის მთელი მსოფლიოდან არის როგორც ღვინო, ისე სხვადასხვა მაგარი ალკოჰოლური სასმელი წარმოდგენილი. ღვინო გვაქვს ევროპის ქვეყნებიდან, ასევე აფრიკის კონტინენტიდან, გვაქვს არგენტინული ღვინოებიც. "კავავინში" ნებისმიერი ინტერესისა და გემოვნების მქონე ადამიანი სასურველ არჩევანს აუცილებლად იპოვის", - აღნიშნავს კომპანია "ალკორიუსის" მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია გელაშვილი.

Cavavin Georgie-ს კონცეფცია მხოლოდ მაღაზიას არ მოიცავს, მის სივრცეში ერთიანდება ბარიც, სადაც მასპინძლები სტუმრებისთვის მუდმივად საინტერესო კულტურულ, საგანმანათლებლო თუ შემეცნებით ღონისძიებებს აანონსებენ.

"ეს იქნება ერთგვარი ღვინის სალონი, სადაც თავს მოიყრიან ხელოვანები, სტუდენტები და ა.შ. ისინი განავითარებენ თავის ცოდნას და დროს სასიამოვნოდ გაატარებენ. ჩვენი მიზანია, რომ ქართველ მომხმარებელს ჰქონდეს მეტი ცოდნა კარგი ღვინის შესახებ. ვფიქრობ, ეს ქართული ღვინის ხარისხსაც საკმაოდ გააუმჯობესებს, რადგან კონკურენცია გაიზრდება.

გარდა ამისა, "კავავინში" მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ სასურველ სასმელთან ერთად გემრიელი ხემსიც დააგემოვნონ. ჩვენი სომელიე კი იზრუნებს იმაზე, რომ თითოეულ მომხმარებელს მისთვის სასურველი სასმლის შერჩევაში დაეხმაროს" - განაცხადა ნათია გელაშვილმა.

როგორც კომპანია "ალკორიუსის" წარმომადგენლები განმარტავენ, Cavavin Georgie-ს სივრცეს მალე ქართული ქვევრის ღვინო შეემატება, რომელსაც შემდეგ ევროპის ქვეყნებში მდებარე "კავავინის" 300-მდე ფილიალში გაგზავნიან.

"ამ ეტაპზე ჩვენი სომელიეები უკვე არჩევენ საუკეთესო ქვევრის ღვინოებს. ვფიქრობთ, ქვევრის ღვინო თავისი კონცეფციით ძალიან გამორჩეულია. ეს არის ჩვენი ტრადიცია, რომელიც საუკეთესოდ ასახავს ქართული ღვინის წარმოების კულტურას. გამომდინარე აქედან ვფიქრობთ, რომ უცხოელებისთვის ბევრად საინტერესო იქნება ქართული ქვევრის ღვინის გაცნობა", - განმარტავს "ალკორიუსის" მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია გელაშვილი.

"ქვევრის ღვინოები ძალიან მალე დაგვემატება. შერჩეული იქნება საუკეთესო ღვინო, რადგან გვსურს, ევროპაში ქართული ღვინო წარმოდგენილი იყოს როგორც საუკეთესო, საუკეთესოთა შორის", - განაცხადა კომპანია "ალკორიუსის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ხალვაშმა.

ცნობისთვის: Cavavin Georgie-ს პირველი მაღაზია-ბარი თბილისში, ჭავჭავაძის 58 ნომერში 16 თებერვალს გაიხსნა. მარტიდან კი ბრენდის კიდევ ერთი ფილიალი ბათუმში გაიხსნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები