ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიდები სახელმწიფო ტურისტული სერვისებით უფასოდ ისარგებლებენ.
კერძოდ, სათხილამურო კურორტებზე არსებულ საბაგიროებზე, სეზონის გახსნიდან - იანვრის ბოლომდე, გიდებს 10-დღიანი უფასო აბონემენტით სარგებლობა შეეძლებათ.
აბონემენტის მიღება შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, საჭიროების შესაბამისად.
ამასთან, სერვისით სარგებლობისთვის, აუცილებელია: გიდი სრულად იყოს ვაქცინირებული და წარმოადგინოს აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი - “მწვანე პასპორტი”და საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა (გიდების ასოციაციის ან ტურისტული კომპანიის მიერ გაცემული).




























