მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიგი უგულავას პატიმრობა მიესაჯა

5e4167227c6b4
ინგა მურუსიძე
10.02.20 18:28
1281
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ მიიღო.

„ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გიგი უგულავას სასჯელად დაუწესა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც განახევრდა ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე და ამ ოთხწელიწადნახევრიდან სასჯელი განახევრდა და დარჩა წელიწადი და 3 თვე, რაც გიგი უგულავას ჰქონდა მოხდილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ეს გადაწყვეტილება გადაიგზავნება აღსასრულებლად, მას უკვე თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

რაც შეეხება უგულავას დაკავებას, როგორც ადვოკატი ამბობს, ყველაფერი აღსრულებაზეა დამოკიდებული და ის შეიძლება ნებისმიერ დროს დააკავონ.

ცნობისთვის, ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

ცნობისთვის, ე.წ. ფონდის საქმეზე გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავებოდა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავას 1 წლითა და 3 თვის ვადი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა.

გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლო განცხადებას ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები