მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი აბურჯანია პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში ბრუნდება

გიორგი აბურჯანია ავს სადი

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია, რომელმაც გასული სეზონი თურქულ “ჰატაისპორში” გაატარა, პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში ბრუნდება.

29 წლის ქართველი კარიერას “ავს სადში” გააგრძელებს, რომელთანაც გარიგება პრაქტიკულად დასრულებული აქვს და კლუბიც ტრანსფერს სულ მალე დაადასტურებს. გუნდის მწვრთნელი ვიქტორ კამელოსი მხოლოდ აბურჯანიას ტრანსფერზე გაჩერებას არ გეგმავს და შემადგენლობის კიდევ უფრო გაძლიერებას აპირებს.

გიორგიმ თურქეთის ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში 21 თამაში ჩაატარა და აქედან 16-ში ძირითად შემადგენლობაში მოხვდა. მას “ჰატაისპორთან” კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებდა, თუმცა სახელფასო დავალიანებების გამო სხვა მოთამაშეების მსგავსად, ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის გადაწყვეტილება აბურჯანიამაც მიიღო. შესაბამისად, ის პორტუგალიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით უნდა შეუერთდეს.

ცნობისთვის “ავს სადი” უმაღლეს დივიზიონში გასულ სეზონში გადავიდა და ჩემპიონატს 11 აგვისტოს “ნასიონალთან” მატჩით გახსნის.

აქვე შეგახსენებთ 2021-23 წლებში აბურჯანია პორტუგალიის უმაღლესი ლიგის გუნდ „ჟილ ვისენტეში'' თამაშობდა, ყველა ტურნირზე კი 63 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები