მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აბრამოვიჩი "ჩელსის" გაყიდვიდან მიღებულ თანხას უკრაინელებს არ ურიცხავს

64902c7012b69
ირაკლი მოდებაძე
19.06.23 16:30
8119
რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი "ჩელსის" გაყიდვიდან მიღებული ფულის უკრაინელებისთვის გადარიცხვაზე უარს ამბობს. საქმე ეხება ხელმოწერას, რომელიც აუცილებელია, რათა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გაყინული 2,3 მილიარდი ფუნტი გაცოცხლდეს და ოლიგარქმა ის უკრაინაში რუსეთის აგრესიით დაზარალებული ადამიანებისთვის შექმნილ ფონდში ჩარიცხოს. სწორედ ეს პირობა დადო აბრამოვიჩმა გასულ წელს.

"ჩელსის" ახალმა მფლობელმა ტოდ ბოელიმ კლუბი 2.5 მილიარდ ფუნტად იყიდა, თუმცა სხვადასხვა გადასახადის შემდეგ აბრამოვიჩის მფლობელობაში არსებული კომპანიის ანგარიშზე 2.3 მილიარდი დაჯდა. ეს თანხა ბრიტანეთის მთავრობამ გაყინა და მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხსნის შეზღუდვას, თუ რუსი ოლიგარქი ფულს უკრაინელებს გადაურიცხავს. თუმცა, როგორც Daily Mail წერს, აბრამოვიჩი ამ პირობას ხელმოწერით უნდა დათანხმდეს, თუმცა ამას ბიზნესმენი არ აკეთებს.

ოლიგარქი ხელმოწერაზე უარს იმ მიზეზით ამბობს, რომ მას სურს, ფული უკრაინასა და რუსეთს შორის განაწილდეს. უფრო ზუსტად, აბრამოვიჩს უნდა, რომ თანხა კონფლიქტით დაზარალებულმა რუსებმაც მიიღონ. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის თქმით სანამ მთავრობა სრულად არ დარწმუნდება, რომ ეს ფული უკრაინელების დასახმარებლად გადაირიცხება, იქამდე აბრამოვიჩი მის გამოყენებას ვერ შეძლებს. ჯერ, მსგავსი გარანტიები ლონდონში არ აქვთ, ამიტომაც ფული გაყინულად რჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები