მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ამილახვარმა მასწავლებელთა მორიგ ჯგუფს უმასპინძლა

646f6034a8929
BM.GE
25.05.23 17:21
605
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ამილახვარმა მასწავლებლებთან მორიგი შეხვედრა გამართა, მოისმინა მათი მოსაზრებები სკოლებში არსებული გამოწვევების შესახებ და პედაგოგებს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების არსი და მიზნები განუმარტა.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, როგორებიცაა: პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დახვეწა, მასწავლებელთა გამოცდები, სასკოლო სახელმძღვანელოების გაუმჯობესება, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს განვითარების ხელშეწყობა და სხვა.

გიორგი ამილახვარის ინიციატივით, ზოგადი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, მასწავლებლებთან შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.

მასწავლებლები გამოცდის გარეშე სტატუსს ვეღარ მოიპოვებენ - მინისტრის გადაწყვეტილება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები