მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის №21 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დღეიდან განახლდება

N21 სკოლა

განათლების სამინისტროს ცნობით, თბილისის №21 საჯარო სკოლაში დღეიდან, 28 სექტემბრიდან, სასწავლო პროცესი განახლდება.

სამინისტრო იუწყება, რომ გადაწყვეტილება ექსპერტებთან კონსულტაციებისა და სასკოლო საზოგადოების ჩართულობის საფუძველზე მიიღო.

ამავე დროს, სამინისტრო აცხადებს, რომ სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან მიღებული დამატებითი განმარტებების საფუძველზე დაზუსტდა ის ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც სკოლის შენობაში ამ ეტაპზეა საჭირო.

თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში, სადაც 1200-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 17 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ ექსპერტიზამ შენობის დემონტაჟის შესახებ დასკვნა მოამზადა.

სკოლის დემონტაჟის და მოსწავლეების სხვა შენობაში გადაყვანის იდეას 21-ე სკოლის მოსწავლეებისა და მშობლების მხრიდან წინააღმდეგობა და პროტესტი მოჰყვა - 18 სექტემბერს სკოლასთან აქცია გაიმართა.

24 სექტემბერს განათლების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლიდანაც გაირკვა, რომ სკოლის შენობას აღარ დაანგრევდნენ. უწყებაში აღნიშნავდნენ, რომ „შენობაში აუცილებელია კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება“, რაც რამდენიმე კვირა უნდა გაგრძელდეს. ამის შემდეგ, მიმდინარე სასწავლო წელს მოსწავლეები ამავე სკოლაში დაასრულებენ, 2027/2028 სასწავლო წლის დასაწყისიდან კი სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები