მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი არველაძე საინვესტიციო ფონდის შექმნას გეგმავს

63932570e3f61
თელარა გელანტია
10.12.22 00:05
1328
გიორგი არველაძე საინვესტიციო ფონდის შექმნას აპირებს. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში განაცხადა.



მას საფინანსო სფეროში საქმიანობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს მუშაობდა წამყვან ბანკებში - იყო "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორი. მუშაობდა თიბისი ბანკშიც, კორპორაციული ბიზნესის განვითარების მმართველი დირექტორის პოზიციაზე. 2018-2019 წლებში ის საკონსულტაციო კომპანია "რეფორმატიკსში" საბანკო საქმესა და ფინანსური ბაზრების მიმართულებას ხელმძღვანელობდა. ამჟამად მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრია.

გიორგი არველაძის თქმით, საინვესტიციო ფონდის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, შესაბამის განაცხადს მარეგულირებელ ორგანოში ერთი თვის ვადაში გააკეთებს.

„მაქვს გეგმა, გავაკეთო საინვესტიციო ფონდი. ახლა საჭირო დოკუმენტაციის საბოლოო დამუშავების ეტაპზე ვარ, რომ შემდეგ ფონდის რეგისტრაციისთვის ეროვნულ ბანკში წარვადგინო.


დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ისეთი ფონდი, რომელიც პოტენციურ ინვესტორებში დიდ მოთხოვნას გააჩენს“, - აცხადებს გიორგი არველაძე.

ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში სულ ოთხი საინვესტიციო ფონდია რეგისტრირებული. ესენია: „ფორსაით კაპიტალი“, „დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელი“, „გაზელ ფაინანს ჯორჯია“ და „ერთობლივი საინვესტიციო ფონდი რაშმორი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები