მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი 24 ოქტომბრამდე გადაიდო

სასამართლო

გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი 24 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ BMG-ის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატმა, ლევანმა მახარაშვილმა განუცხადა.

სასამართლო პროცესი 30 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა ის გადაიდო. გადადების მიზეზი უცნობია.

გიორგი ბაჩიაშვილსქართული ოცნებისდამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან.

6 ივლისს  თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა და მისი კუთვნილი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის პასპორტების საგამოძიებო უწყებისთვის ჩაბარება დაევალა.

გიორგი ბაჩიაშვილმა მაშინ პროცესზე განაცხადა, რომ დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.

ცნობისთვის, პროკურატურის მტკიცებით საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები