მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი დღეს 14:00 საათზე გაიმართება

ბაჩიაშვილი

"კრიპტოვალუტის საქმეზე" მორიგი სასამართლო დღეს გაიმართება. სხდომა 14:00 საათზე დაიწყება.

პროცესები დასკვნით ეტაპზეა, თუმცა განაჩენი დღეს არ გამოცხადდება, რადგან ყველა მოწმე ჯერ კიდევ არ დაკითხულა.

აღსანიშნავია, რომ ე.წ კრიპტოვალუტის საქმის ფარგლებში უკვე დაიკითხნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.

შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

აღნიშნული ქმედება კი 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები