მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი კვლავ დაიხურა

ბიძინა ივანიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში "კრიპტოვალუტის საქმეზე" მეორე სასამართლო პროცესია, როცა სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი კრიპტოვალუტის მითვისებას „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს ედავება.

სხდომის ნაწილობრივ დახურვასთან დაკავშირებით შუამდგომლობა როგორც წინა, ისე ამ სხდომაზეც პროკურორმა მიხეილ სადრაძემ დააყენა, რომელსაც ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება.

შუამდგომლობის მიხედვით, დაკითხვისას ისეთი გარემოებები შეიძლება გაჟღერდეს, რაც კომერციულ საიდუმლოებას შეეხება. ბრალდების მხარემ დღეს სასამართლოში სამი მოწმე უნდა წარადგინოს.

შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები