მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 11-მა საწარმომ 13 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა

არასტანდარტული ვაშლი

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩართულმა 11-მა ხილის გადამმუშავებელმა საწარმომ 13 ოქტომბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით 13 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფერმერებმა მიღებული მოსავლის რეალიზაციით 3.4 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, საიდანაც 1.3 მლნ ლარზე მეტი სახელმწიფო სუბსიდიაა.

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ვაშლის ჩაბარება შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებში მიმდინარეობს.

პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო თითოეულ კილოგრამ ჩაბარებულ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის სუბსიდიას გასცემს. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ხილის გადამმუშავებელ ნებისმიერ საწარმოს, რომელიც 2026 წლის 18 დეკემბრამდე მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან ერთ კილოგრამ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები