საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ კლუბ “უოტფორდთან” კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივა. თავდაპირველად ქართველმა ადგილსამყოფელი 2023 წელს ბელგიური “გენტიდან” იჯარის წესით გამოიცვალა, თუმცა ნაჩვენები თამაშის შედეგად მისი კონტრაქტი ინგლისელებმა სრულად გამოისყიდეს.
“უოტფორდის” მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ ჩაკვეტაძეს სამუშაო ეთიკა და დისციპლინა შეუქო, რის შემდეგაც აღნიშნა, რომ ის ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის სანიმუშო მაგალითია.
“გიორგი ჩვენი შემადგენლობისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, ის სპორტში მთელი ვნებით არის ჩართული, მუშაობს საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე და სურს ჩვენს კლუბს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს. იმედს ვიტოვებთ, რომ ის ჩვენთან ერთად კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება და ერთად დიდ მიზნებს მივაღწევთ”, - განაცხადა ტომ ქლევერლიმ.
შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძეს “უოტფორდის” მაისურით 44 თამაში აქვს ჩატარებული და ამ დროში მის ანგარიშზე 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემა ირიცხება.