მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ჩოგოვაძემ სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა

616d5cef8feb9
ელენე გოგბერაშვილი
18.10.21 15:38
1740
გიორგი ჩოგოვაძემ სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ გიორგი ჩოგოვაძემ bm.ge-ს დაუდასტურა. მისი თქმით, პოსტი საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა და თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება სამინისტრომ უკვე დააკმაყოფილა.

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგიდან წასვლის მიზეზებზე გიორგი ჩოგოვაძე არ საუბრობს. ის ამ პოსტზე ჯანდაცვის მინისტრმა გასული წლის 3 თებერვალს დანიშნა. 

მანამდე გიორგი ჩოგოვაძე საქართველოს აეროპოტების გაერთიანებას (2019 წლის იანვრიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით) ხელმძღვანელობდა. 2019 წლამდე კი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის პოსტი ეკავა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები