მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი დანელიას მიერ თანამდებობის დატოვება კითხვის ნიშნებს აჩენს - გიორგი პაპავა

649ef2b63ebb5
ალა ისპირიანი
30.06.23 19:15
1485
ISET-ის წამყვანი ეკონომისტის, გიორგი პაპავას მოსაზრებით, გიორგი დანელიას მიერ საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობის დატოვება კითხვის ნიშნებს აჩენს. მან Bm.ge-სთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ მომავალში აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მეტი სიცხადე იქნება.

„ბოლო პერიოდში საპენსიო სააგენტოს მხრიდან ბევრი მცდელობა იყო, მათი საქმოსნობის შესახებ გამჭვირვალობა და ცნობადობა მაქსიმალურად გაზრდილიყო. ბევრი შეხვედრის ორგანიზება ხდებოდა და საუბარი იყო ახალ ცვლილებებზე და გამოწვევებზე, რაც წინგადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან საზოგადოებამ მაქსიმალურად იცოდეს რა ხდება საპენსიო სააგენტოში, სად არის მათი ფული. მათი მანდატი წინ მიდიოდა და გულდასაწყვეტია, რომ მაგ კონტექსტში გიორგიმ გადაწყვეტილება მიიღო.

რაც შეეხება ფორმატს, არ არის სასიამოვნო, რომ ბოლომდე არ ვიცით რა გახდა ამ გადაწყვეტილების საფუძველი. პარლამენტში მიდიოდა საუბრები, რომ საინვესტიციო კუთხით საპენსიო სააგენტოს მანდატი დაკორექტირებულიყო და ამ დროს ეს გადაწყვეტილება გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს.

იმედია უფრო მეტი სიცხადე გვექნება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, საბოლოოდ ზიანი არ მიადგეს ინსტიტუტს და გააგრძელოს იმ მანდატის შესრულება, რაც მისთვის არის განსაზღვრული“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილების მერე მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ თუ საპენსიო სააგენტოს მანდატში რაიმე ცვლილებები იქნება შემოთავაზებული.

შეგახსენებთ, რომ გიორგი დანელია საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან, დღეს, სოციალურ ქსელში დაწერა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები