მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია გუშინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს აფასებს

5dd3b445f04c4
თელარა გელანტია
19.11.19 13:21
1076
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გუშინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

მისი თქმით, უპასუხიმგებლო პოლიტიკოსების მსგავსი ქმედებების შემთხვევაში, შემდგომშიც, სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს სრულად კანონის ფარგლებში და  იგივეს გააკეთებს.

პრემიერი ირწმუნება, რომ ქვეყანაში დაცულია გამოხატვის თავისუფლება, ოღონდ კანონის ფარგლებში და პოლიციამ და მთავრობამ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომლის სრული უფლებაც ჰქონდათ.

”სამწუხაროდ ან საბედნიეროდ, მეორდება ეს კითხვა ჩემთან მიმართებით, თუ ვინ გასცა ბრძანება. ადრე, რაც ხდებოდა, იყო ჩემი პასუხისმგებლობა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, დღეს არის, როგორც პრემიერ-მინისტრის. სხვაობა ამაში საერთოდ არაფერი არაა. პირველი - ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში არის სრულად დაცული და თქვენ გახსოვთ, რამდენიმე დღის განმავლობაში ეს გამოხატვის თავისუფლება გრძელდებოდა ყველანაირი პრობლემების გარეშე, მაგრამ მას შემდგომ, რაც რამდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მოუწოდა მოქალაქეებს ბლოკირებისკენ და ბარიკადები იყო აღმართული, ბლოკირებული იყო პარლამენტის შენობა, პარლამენტის ფუნქციონირება პირდაპირ დადგა კითხვის ნიშნიშ ქვეშ. მთავარ სახელმწიფო ინსტიტუტს და ხალხის არჩეულ დეპუტატებს ფაქტობრივად, თავს დაესხნენ. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში პოლიციამ და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის სრული უფლებაც ჰქონდათ და რაც გააკეთეს აბსოლუტურად კანონის ფარგლებში იყო. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ - შემდგომშიც, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმედებებისას, სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს სრულად კანონის ფარგლებში და გააკეთებს იგივეს. გადაკეტილი ქუჩები ჩვენ ბევრ მოქალაქეს უქმნის პრობლემას, ცეცხლი და ბარიკადები აღმართული თბილისის ქუჩებში არის აბსოლუტურად მიუღებელი. გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში კანონის ფარგლებში არის დაცული და არანაირი პრობლემა არ არის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები