მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი გახარია მსოფლიო ბანკს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

5ea979b70425e
BM.GE
29.04.20 16:54
1043
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მსოფლიო ბანკს და საფინანსო ინსტიტუტის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. მსოფლიო ბანკის მიერ COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 80 მილიონ აშშ დოლარის გამოყოფას მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

„მადლობას ვუხდი მსოფლიო ბანკს 80 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერისთვის. მეტიც, ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას პროექტის - "Log In Georgia" ფარგლებში, რათა სოფლად 700-ზე მეტი ადგილი დავუკავშიროთ ინტერნეტს. ერთად დავძლევთ კრიზისს! მადლობა სებასტიან მოლინეუსს მისი ძალისხმევისთვის!“, - წერს გიორგი გახარია „ტვიტერში“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები