მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი გოჩოლეიშვილი განათხოვრების წესით “ჰამბურგში” ითამაშებს

გოჩოლეიშვილი ჰამბურგში

საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი, რომელმაც გასული სეზონი დანიურ “კოპენჰაგენში” განათხოვრების წესით გაატარა, იგივე პირობებით გერმანულ “ჰამბურგში” ითამაშებს.

უკრაინული “შახტარის” საკუთრებაში მყოფი ქართველი ჰამბურგში საკუთარ აგენტთან, ირაკლი ლილუაშვილთან ერთად მიემგზავრება. ქართველი ფეხბურთელი კლუბთან სამედიცინო შემოწმებას უახლოეს საათებში გაივლის და ხელშეკრულებას გააფორმებს. „ჰამბურგი“ მას 1 წლით, იჯარის წესით გადაიყვანს და კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნება.

ამ მომენტისთვის, გარიგების ფინანსური დეტალები უცნობია, თუმცა Transfermarkt-ზე გოჩოლეიშვილის საბაზრო ღირებულება 2.5 მილიონი ევროდაა შეფასებული. ცნობისთვის, “ჰამბურგი” ახალ სეზონს გერმანიის თასის მატჩით იწყებს და 16 აგვისტოს “პირმასენსს“ შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი "დინოზავრებმა" მეორე ბუნდესლიგაში მეორე პოზიციაზე დაასრულეს და უმაღლეს დივიზიონში დაწინაურდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები