მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ისაკაძის 30 იანვრის პროლოგი!

BM.GE
30.01.18 10:17
1295
რუსეთში საწარმოების 80% სახელმწიფო საკუთრებაშია, რაც, რა თქმა უნდა, არ აღვივებს წარმოების დაწყების ინიციტივას,- ამის შესახებ მილიარდერი ბიზნესმენი,ქართული წარმოშობის დავით იაკობაშვილი რუსულ Forbes-თან აცხადებს.

„ინიციატივა ყოველთვის ღვივდება შესაბამის ატმოსფეროში, 1990-2000-იან წლებში რუსეთში სულ უფრო მეტი საწარმო ჩნდებოდა, რომლებსაც სურდათ ღიად მუშაობა, უნდოდათ ყოფილიყვნენ გამჭვირვალეები და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონეები. ეს იყო აღდგენის პერიოდი. ახლა კი ქვეყანაში დაახლოებით 80% საწარმოებისა სახელმწიფო საკუთრებაშია, რაც არ აღვივებს წარმოების ინიციატივას.

საუდის არაბეთის მეფის ძმიშვილი, პრინცი და მილიარდერი ალ-ვალიდ ბენ ტალალი პატიმრობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ AFP იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, ალ-ვალიდ ბენ ტალალმა, რომელიც საინვესტიციო კომპანია King Holding Company-ს ხელმძღვანელობს, პროკურატურასთან შეთანხმება გააფორმა. გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლების სანაცვლოდ პრინცმა 1 მილიარდ დოლარზე მეტი გადაიხადა.62 წლის ალ-ვალიდ ბენ ტალალი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. 2017 წლის ნოემბერში ის, კიდევ 350 ადამიანთან, მათ შორის პრინცებთან, მაღალჩინოსნებთან და ბიზნესმენებთან ერთად კორუფციის ბრალდებით დააკავეს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები