მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ისაკაძის საავტორო ეპილოგი / 05.07.2026

ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები“, ხშირად მოკლედ „საწყისები“ ან „მათემატიკის საწყისები“ — ასე ჰქვია ისააკ ნიუტონის მიერ 1687 წლის 5 ივლისს გამოცემულ სამტომეულს. მასში შესულია ნიუტონის მოძრაობის კანონები და კლასიკური მექანიკის საფუძვლები, ისევე როგორც მისი უნივერსალური გრავიტაციის კანონები. ცხადია, ეს არ არის თარიღი ამ სრულიად უნიკალური მეცნიერების დაარსებისა, და ნიუტონისთვის რომელიც დამსახურებულად მათემატიკის გენიოსად მიიჩნევა. მან გოტფრიდ ლაიბნიცთან ერთად, მან საფუძველი ჩაუყარა დიფერენციალურ და ინტეგრალურ აღრიცხვას (მათემატიკურ ანალიზს). ნიუტონისთვის მათემატიკა ძირითადად ფიზიკური მოვლენების კვლევის იარაღი იყო. მან ასევე შეიმუშავა განტოლებების ამოსახსნელი ეფექტური ნიუტონის მეთოდი, რომელიც დღესაც ფართოდ გამოიყენება. და ეს ამბავი ანუ მათემატიკა, ვაქციეთ დღევანდელი საავტორო ეპილოგის თემად.ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მათემატიკოსმა, კარლ ფრიდრიხ გაუსმა, ერთხელ თქვა, რომ მათემატიკა მეცნიერებათა დედოფალია. ტერმინზე შეგვიძლია ვიდაოთ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, მათემატიკა მეცნიერების ფუნდამენტია. ეს საგანი ბევრად უფრო ძველია, ვიდრე რაციონალური კვლევის სხვა ფორმები. ის სულ მცირე ათიათასობით წლით ადრე გაჩნდა. როდესაც იბნ ალ-ჰაისამი მე-10 საუკუნეში თანამედროვე მეცნიერებისთვის დამახასიათებელ კონცეფციებზე მუშაობდა, ის უკვე ეყრდნობოდა მათემატიკური ცოდნისა და აღმოჩენების სისტემებს. ეს სისტემები კი უკვე ათასწლეულებს ითვლიდა.სიტყვა „ევრიკა“ ბევრ თქვენთაგან სმენია, მაგრამ ყველამ თუ იცის, რომ ეს სიტყვა ფიზიკას და ძველ ბერძენ სწავლულს – არქიმედეს უკავშირდება? ლეგენდის თანახმად, ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნეში ძველი საბერძნეთის ქალაქ სირკუზის მეფემ ჰიერონ II-მ გადაწყვიტა უკვდავი ღმერთებისთვის მადლიერების ნიშნად სამეფო გვირგვინი შეეწირა. ოსტატს საჭირო რაოდენობის ოქრო გადასცა და გვირგვინი შეუკვეთა. დანიშნულ დროს ოსტატმა მეფეს გვირგვინი მოუტანა, რომელსაც იმავე წონა ჰქონდა, რაც თავდაპირველ ოქროს, თუმცა მეფეს მოახსენეს, რომ ოსტატმა მას გარკვეული რაოდენობის ოქრო მოჰპარა და იმავე მასის იაფფასიანი ნივთიერებით, ვერცხლით შეუცვალა. მეფემ ოსტატის გამოაშკარავება მოინდომა და ცნობილ მეცნიერს – არქიმედეს სთხოვა შეემოწმებინა, სუფთა ოქროსგან დაუმზადა თუ არა ოსტატმა მას გვირგვინი. დიდმა მეცნიერმა მეფეს უარი არ უთხრა და დახმარება აღუთქვა. მაშინ ოსტატის კეთილსინდისიერების შემოწმება ფიგურის მოცულობის გაზომვით ადვილი იქნებოდა, მაგრამ გვირგვინის მოცულობის გამოთვლა რთულ საქმეს წარმოადგენდა, რადგან გვირგვინს არაწესიერი გეომეტრიულ ფიგურის ფორმა ჰქონდა. სწორედ გვირგვინის მოცულობის გაგება გახლდათ არქიმედეს ამოცანა. დიდი მეცნიერი განუწყვეტლივ ფიქრობდა ამ პრობლემაზე და ერთხელ, როცა აბაზანაში იწვა, ბრწყინვალე აზრი მოუვიდა თავში: სხეული სითხეში ჩაშვებისას საკუთარი მოცულობის სიდიდის სითხეს გამოაძევებს. შესაბამისად, თუ გვირგვინს წყალში ჩაუშვებდა, გამოძევებული წყლის მოცულობა გვირგვინის მოცულობის ტოლი იქნებოდა. შეძახილით: „ევრიკა!“ რაც იმას ნიშნავდა „ვიპოვე!“, „აღმოვაჩინე!".ასე დაიბადა არქიმედეს კანონი. და ამავე ლეგენდის მიხედვით, არქიმედემ დაადგინა, ოსტატმა მართლაც შეცვალა ოქროს დიდი ნაწილი ვერცხლით, უფრო მეტიც ძველბერძენმა მეცნიერმა გამოიანგარიშა რამდენი ვერცხლი და რამდენი ოქრო დაიხარჯა გვირგვინის დასამზადებლად. იდეაში ოსტატი, რომლის დანაშაული არქიმედემ გამოააშკარავა, მეფემ შემდგომში მკაცრად დასაჯა. ესეც თქვენ არქიმედეს კანონის, უფრო სწორად ევრიკას ისტორია. მიღებულია აზრი, რომ ალფრედ ნობელის მიერ მათემატიკის არ შეყვანა საკუთარი პრემიის დისციპლინების სიაში განპირობებული იყო იმით, რომ მას საკუთარი ცოლი მათემათიკოსთან ღალატობდა. სინამდვილეში ის არასდროს ყოფილა დაქორწინებული. რეალური მიზეზი თუ რატომ იგნორირებდა მათემატიკას უცნობია. ერთერთი ვარაუდით ამის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ის, რომ იმ დროისათვის შვედეთში უკვე არსებობდა სამეფო პრემია მათემატიკის დარგში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები