მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ისაკაძის საავტორო ეპილოგი / 06.07.2025

რუსეთის ბიზნესწრეები მორიგი თვითმკვლელობის ფაქტმა შეძრა, ყოველ შემთხვევაში ასეთ კვალიფიცირებას აძლევენ ამ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის ვიცე პრეზიდენტის დაღუპვის ფაქტს . „ტრანსნეფტის“ ვიცე-პრეზიდენტი ანდრეი ბადალოვი მოსკოვში, თავისი სახლის ფანჯრებთან გარდაცვლილი ნახეს. რუსული მედიის ცნობით, გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობაა. და წინასწარი მონაცემებით, დაღუპული გადმოხტა საკუთარი საცხოვრებლიდან, ამიტომაც, მის დაღუპვას სუიციდს ანუ თვითმკვლელობას უკავშირებენ. რუსული მედიის ინფორმაციით, მომხდარის დროს ბინაში მისი მეუღლე და ორი შვილი იმყოფებოდნენ. ანდრეი ბადალოვის ცხედარი საცხოვრებელი კომპლექსის დაცვამ ნახა. ვიცე-პრეზიდენტის დაღუპვის ფატი, რამდენიმე საათში დაადასტურეს კომპანია "ტრანსნეფთშიც" , სადაც რაიმე სახის კვალიფიკაციაზე დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით საუბარი არ მიდის. 62 წლის ანდრეი ბადალოვი „ტრანსნეფტში“ 2021 წლიდან მუშაობდა. ის კომპანიის ციფრული ტრანსფორმაციის და ინფორმაციის ტექნოლოგიების საკითხებს ხელმძღვანელობდა. „ტრანსნეფტში“ დანიშვნამდე ის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა. სააქციო საზოგადოება „ტრანსნეფტი“ რუსეთში 1993 წლიდან ოპერირებს და ის ქვეყანაში მაგისტრალურ მილსადენებს მართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები