მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ისაკაძის საავტორო ეპილოგი / 09.03.2025

საქართველოს ნამდვილად შეუძლია იამაყოს რომ ჰყავდა მსოფლიოში პირველი მუსლიმი ქალი დეპუტატი, ფარი-ხანუმ სოფიევა, ის სამოქალაქო აქტივისტი იყო, და 1918 წელს არჩევნებში გამარჯვება, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა მოიპოვა, ეს იყო თბილისის მაზრის ერობის არჩევნები. ფარი ხანუმის სახელს დაუკავშირდა ოლქში არაერთი სათემო ინიციატივები, არც მშობლიური კუთხე მიივიწყა და იქ მოახერხა ობოლ ბავშვთა თავშესაფრის გახსნა და რკინიგზის სადგურის მშენებლობა. ის ყარაიზის ოლქიდან გახლდათ და სწორედ ამ ოლქიდან გახდა თბილისის მაზრის ერობის ხმოსანი. პარლამენტში ვერ მოხვდა, მაგრამ საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის წევრი იყო 2018 წელს მარიამ ჩხეიძე, პროფესიით იურისტი და პირველი კონსტიტუციონალისტი ქალი საქართველოში, რომლის აქტიური მონაწილეობით შემუშავდა სოციალისტ-რევოლუციონერთა მიერ გამოქვეყნებული ალტერნატიული კონსტიტუცია. კომუნისტურმა რეჟიმმა არ დაინდო მარიამ ჩხეიძე და აქტიური მონაწილეობისთვის 1937 წელს დახვრიტეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები