არა მგონია რაიმე მნიშვნელოვანი გონიერი და შინაარსიანი არგუმენტები მოუძებნო პროცესებს რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, ერთის მხრივ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პროცესი, რომელსაც 800.000 ამომრჩეველმა მისცა ხმა საქართველოში ბოლო არჩევნებზე და აქეთ ჟურნალისტების დაჭერები, რომელთაც ფორმალურად ის კანონები დაუპირისპირეს, რაც ბოლო წლებში პარლამენტში ეულად დარჩენილი მმართველი პოლიტიკური პარტიის საპარლამენტო უმრავლესობამ დაამტკიცა. კვირის დასაწყისში მორიგ ჯერზე, დააპატიმრეს ჟურნალისტი ვახო სანაია, კვირის ბოლოსკენ მიაყოლეს ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე. ვინც ამ სფეროში ვართ და ვმუშაობთ არ ნიშნავს რომ რაიმე გამორჩეული იმუნიტეტით ვსარგებლობთ,არცერთ შემთხვევაში.თუმცა, ჟურნალისტების იმ გარემოებით დაპატიმრება რითაც ბოლოს გამეცადინდა სახელმწიფო აპარატი, მნიშვნელოვან სისტემურ პრობლემებზე და დამოკიდებულებაზე მიუთითებს. და იცით,თუ გვსურს ნორმალურ საზოგადოებად და ქვეყანად ჩამოყალიბება რომლისგანაც შეიძლება ბოლოს ქვე კი არა, მხოლოდ ყანა დარჩეს, სიტყვის თავისუფლებას,გამოხატვის თავისუფლებას არ უნდა ვარჩევდეთ გამოხმოვანებლის წარმომავლობის თუ პოლიტიკური პრეფერენციების მიხედვით, სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში არა მხოლოდ ქაღალდზე არამედ საქმით და კანონით უნდა იყოს გარანტირებული, და დღეს ეს კანონი არის დემოკრატიის წინააღმდეგ. რადგან ის გამოიყენება პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის და სხვა არაფრისთვის. აქვე დათქმა, პირადად ჩემთვის, თავისუფლება პირველ რიგში ნიშნავს პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობას, ქვეყნის, ოჯახის, საქმის წინაშე რითაც ვარ დაკავებული. ამ კვირაში ტელეკოკომპანია სიენენის კიდევ ერთმა ეპოქალურმა ჟურნალისტმა კრისტიან ამანპურმა განაცხადა 6 თვეში ტელეკომპანიიდან წასვლის შესახებ და სწორედ მას ეკუთვნის სიტყვები „გახსოვდეთ: ყოველთვის იყავით სიმართლის მხარეს და არა — ნეიტრალურნი“ და ობიექტურობა ნიშნავს ყველა მხარის მოსმენას. ჩემი აზრით, ეს არ ნიშნავს ყველა მხარის თანასწორად განხილვასო. აქვს ამ სიტყვებს არსებობის უფლება,ალბათ ააქვს. საფრანგეთში, საქართველოს ყოფილმა ელჩმა, გოჩა ჯავახიშვილმა გამახსენა ეს სიტყვები რომლითაც მინდა დავასრულო დღევანდელი ბიზნესის კვირეული,რომელიც ეველინ ბეატრის ჰოლს ეკუთვნის, და ალბათ საუკეთესოდ გადმოსცემს ჩემს სათქმელსაც: მე არ ვეთანხმები შენს აზრს, მაგრამ მზად ვარ, მოვკვდე იმისთვის,რომ შენ მისი თავისუფლად გამოთქმის საშუალება გქონდეს-ერთი ვიცი, რომ თუ ქვეყანაში არ იქნება თავისუფლება და პასუხისგებლობა, არ იქნება არც ეკონომიკა და არც ბიზნესი,რადგან არ იქნებიან თავისუფალი ადამიანები ვინც ქვეყნის ეკონომიკას ზრდის და ქვეყანას ამდიდრებს:ესეც მოვინიშნოთ და დავიმსახსროვროთ ვიდრე პარტიების აკრძალვაზე მზია ამაღლობელის, ვახო სანაიას, დიტო ჩუბინიძეს და სხვების დაპატიმრებას მოვაწერთ ხელს, მიღებული კანონებით, სასამართლთლო წესით და მათი განაჩენებით თუ აღსრულებით.






























