მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი კოდუა ფრენების აღდგენაზე: „დაგვიანებულია“

5f8ecdf71226e
ვიქტორია მღებრიშვილი
20.10.20 19:04
4453
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 1 ნოემბრიდან რეგულარული ფრენები დამატებით 7 მიმართულებით აღდგება. როგორც საქართველოს პრემიერმა განაცხადა, „ნოემბრისთვის ეტაპობრივად, მაგრამ ფრთხილად, რეისები გაიხსნება როგორც თბილიდან, ასევე ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით".

BM.GE-სთან საუბრისას რეგულარული ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება და ავიასაზღვრების ამ პერიოდში გახნის საკითხი კომპანია „აირ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება დაგვიანებულია.

„სეზონი ავიაციაში ორია - ზაფხული და ზამთრის. ზაფხულის სეზონი ჩვენ გავუშვით; ზამთრის სეზონი არის დაბალი და ავიაციის სექტორი ვარდნას განიცდის. როდესაც იყო მაღალი სეზონი და უნდა ყოფილიყო ფრენების აქტივობა, დახურული იყო ჩვენი ცა. ამბობენ, სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო, მაგრამ დაგვიანებული არის, კი“, - უთხრა BM.GE-ის კოდუამ.

ცნობისთვის, გიორგი კოდუამ არაბ ინვესტორებთან ერთად ახალი კომპანია „აირ ჯორჯია“ დააფუძნა, რომელიც თბილისის აეროპორტიდან ფრენების შესრულებას AIRBUS A 320-ით ევროპისა და შუა აზიის მიმართულებით დეკემბერ-იანვრიდან გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები