"სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს" ინფორმაციით, „იზოლაციისა და კარანტინის წესების შემოღების შესახებ“ მთავრობის N322 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, გაფართოვდა იმ აეროპორტების ჩამონათვალი, რომელთა მიმართულებითაც მოიხსნება რეგულარულ საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა და შესაძლებელი გახდება პირდაპირი ფრენების განახლება.
კერძოდ, 2020 წლის 1 ნოემბრიდან, შეზღუდვა მოიხსნება იმ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც შესრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:
• დოჰა (ICAO-ს კოდი OTHH);
• ვარშავა (ICAO-ს კოდი EPWA);
• ათენი (ICAO-ს კოდი LGAV).
• ამსტერდამი (ICAO-ს კოდი EHAM);
• ვენა (ICAO-ს კოდი LOWW);
• ბერლინი (ICAO-ს კოდი EDDB);
• მილანი (ICAO-ს კოდი LIME);
შეზღუდვა ასევე იხსნება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGKO) და შემდეგ აეროპორტებს შორის დაგეგმილ რეგულარულ რეისებზე:
• კატოვიცე (ICAO-ს კოდი EPKT);
• ვილნიუსი (ICAO-ს კოდი EYVI);
• დორტმუნდი (ICAO-ს კოდი EDLW).
ჩამოთვლილ მიმართულებებზე რეგულარული რეისების განახლების კონკრეტული თარიღების, ფრენის სიხშირისა და განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაცია შესაბამის ავიაკომპანიებთან გამართული ტექნიკური კონსულტაციების და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ოპერირების ნებართვის გაცემის შემდეგ გახდება ცნობილი.
სხვა მიმართულებებით საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გაგრძელდება 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით (30.11.20). აღნიშნული ცვლილებების თაობაზე უკვე გამოიცა შესაბამისი NOTAM-ი (შეტყობინება საავიაციო საწარმოების და პერსონალის საყურადღებოდ) სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ.
შეგახსენებთ, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა უკვე მოხსნილია პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის: მიუნხენი (გერმანია); პარიზი (საფრანგეთი) და რიგა (ლატვია), ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და რიგის საერთაშორისო აეროპორტს შორის.
რეგულარული და ჩარტერული რეისების განახლებადი ფრენის განრიგი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ