მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის პირველი რეისი 17 მაისს შესრულდება

646240002f73c
გიგა ბენია
15.05.23 18:19
1466
საქართველოსა და რუსეთს შორის პირველი ფრენა 17 მაისს შესრულდება, - შესაბამისი ინფორმაცია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ფრენებს რუსული Azimuth Airlines-ი შეასრულებს.

"საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განხორციელებას ავიაკომპანია Azimuth Airlines იწყებს. დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია Azimuth Airlines არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს, მიმდინარე წლის 15 მაისს გაიცა.

ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები მოსკოვი - თბილისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე, შესრულდება მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით", - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, გივი დავითაშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" განაცხადა, ფრენებზე ნებართვის გაცემაზე მოთხოვნა ჯამში 5 კომპანიას აქვს, მათ შორის, Georgian Airways-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები