მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი მამარდაშვილის გადაბირებით დაინტერესებული კლუბების რაოდენობა შემცირდა

გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი

ევრო 2024-ზე მთელი მსოფლიოსთვის თვალშისაცემი იყო საქართველოს კარის დარაჯის გიორგი მამარდაშვილის ასპარეზობა, რომელმაც 4 თამაშში 29 ბურთი მოიგერია და ამ მაჩვენებლით სტატისტიკის ლიდერია.

ქართველ მეკარეზე ინფორმაცია გამოაქვეყნა ესპანურმა გამოცემა Elgoldigital-მა, რომელიც მამარდაშვილის 40 მილიონიან ღირებულებას საკმაოდ ძვირად მიიჩნევს, რაც მისით დაინტერესებული კლუბების რაოდენობას მკვეთრად ამცირებს.

ესპანური საიტის ცნობით მამარდაშვილის მიმართ ინტერესს “ნიუკასლი” იჩენდა, თუმცა “ვალენსიას” მიერ მოთხოვნილმა 40 მილიონმა ევრომ ტრანსფერი შეუძლებელი გახადა.

ამ ყველაფრის მიუხედავად ქართველი კარის დარაჯის ტრანსფერი გამორიცხული არ არის, რადგან ის მადრიდის “ატლეტიკოს” რადარზე იმყოფება, რომელიც თავის მხრივ იან ობლაკის გუნდიდან წასვლის შემთხვევაში აპირებს ქართველი გოლკიპერის შეძენას. სხვადასხვა გამოცემა ხშირად წერს სლოვენიელი მეკარის საუდის არაბეთში ტრანსფერზე და თუკი აღნიშნული ტრანზიტი განხორციელდება, მადრიდელების პირველი არჩევანი გიორგი მამარდაშვილი იქნება.

“ატლეტიკოს” გარდა ინტერესი დადასტურდა ლონდონის “ჩელსისგანაც”, რომელიც რობერტო სანჩესის წასვლის შემთხვევაში ასევე ახალი მეკარის ძიებაში იქნება. ტოდ ბოელისთვის კი 40 მილიონი ევრო დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

თავად გიორგი მამარდაშვილის განცხადებით, ის სულაც არ არის “ვალენსიაში” დარჩენის წინააღმდეგი და თუკი შემოთავაზებული წინადადებებიდან ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას ვერ მიიღებს დანამდვილებით “ღამურებში” დარჩენას გადაწყეტს.

ცნობისთვის, “ვალენსიას” ფინანსური პრობლემები აქვს და მათთვის შემოსავლის მისაღებად მთავარი ძვირად ღირებული ფეხბურთელების გაყიდვაა, რომელთა შორის ქართველი მეკარე ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს. სამწუხაროდ კლუბი მოთამაშეების გასხვისებას ვერ ახერხებს, კერძოდ მამარდაშვილის შემთხვევაში სხვა გუნდებს მისი სატრანსფერო ღირებულება საკმაოდ ეძვირებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები