იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის, “მეციდან” “მონაკოში” ტრანსფერის შესახებ დამატებით ინფორმაციას საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს.
“გიორგი მიქაუტაძე AS Monaco-ში გადასვლის ფორმალური ნაწილის დასასრულებლად დღეს გაემგზავრება.
კლუბებს შორის გარიგება შედგა ფიქსირებულ 20 მილიონ ევროს პლუს 4 მილიონი ევრო “მეცისთვის”.
შეთანხმება ორი კვირის წინ შედგა, დოკუმენტებს კი ხელი მალე მოეწერება”, - წერს ჟურნალისტი.
რომანო ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტი და სპორტული ექსპერტი იყო, რომელმაც გიორგი მიქაუტაძის “მონაკოში” ტრანსფერის შესახებ ჯერ კიდევ EURO 2024-ის დაწყებამდე წერდა. მაშინ ნაკრების ფორვარდმა ეს ინფორმაცია უარყო.
აღსანიშნავია, რომ 23 წლის გიორგი მიქაუტაძეს ამ დროისთვის ოქროს ბუცის მიღების შანსი კვლავ აქვს - მიქაუტაძე იმ ექვს ფეხბურთელს შორისაა, რომლებმაც მიმდინარე ჩემპიონატზე ყველაზე მეტი, სამ-სამი გოლი გაიტანეს.