მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი მიქაუტაძემ "მონაკოსთან" სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია

მიქაუტაძე მონაკოში

ევროპის ჩემპიონატის მოქმედი ბომბარდირის გიორგი მიქაუტაძის ირგვლივ სატრანსფერო აჟიოტაჟია ატეხილი. მისი დამატებით ძირითადად ფრანგული გუნდები ინტერესდებიან, კერძოდ: “ლიონი”, “რენი”, “ლანსი” და “მონაკო”. მიმდინარე ევრო პირველობაზე ჩინებული თამაშის შედეგად კი მის მსურველთა რიგებს, “ნიუკასლი”, “დორტმუნდი” და “ფენერბახჩე” დაემატნენ.

ცნობილი სატრანსფერო ანალიტიკოსი ფაბრიციო რომანოს ცნობით, ქართველმა ფორვარდმა პირადი კონტრაქტის დეტალები მოაგვარა საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონ “მონაკოსთან”, რომელთანაც სიტყვიერი შეთანხმება აკავშირებს. მონეგასკებს სურთ ტრანსფერი ტურნირის დასრულებამდე დაასრულონ, რათა სხვა კლუბებს დაასწრონ და შედარებით იაფად გაიფორმონ ფორვარდი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ 2023/24 წლების სეზონი “მეცში” დაიწყო, მაგრამ შემდეგ 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ ამსტერდამის “აიაქსში” გადაბარგდა. ნიდერლანდებში წარუმატებელი პერიოდის შემდეგ ფეხბურთელი იჯარით ყოფილ კლუბში დაბრუნდა, ჯამში კი საფრანგეთის ლიგა 1-ის 20 შეხვედრაში 13 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა. “მეცი” ლიგა 2-ში დაქვეითდა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მიქაუტაძე “აიაქსისგან” გამოისყიდა და ახლა მის დაახლოებით 20 მილიონ ევროდ გაყიდვას აპირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები