მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი პერტაია მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აფასებს

BM.GE
02.07.19 23:59
1345
გიორგი პერტაია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს. იგი კანდიდატად დღეს პალატის საბჭომ, ხმათა უმრავლესობით დაასახლა. აღსანიშნავია, რომ პერტაია პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია. როგორც ცნობილია, ამავე თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენის სურვილი ჩინეთში საქართველოს ყოფილ ელჩს დავით აფციაურსაც ჰქონდა, თუმცა პალატაში განმარტავენ, რომ მან პროცედურულად კანდიდატურის დარეგისტრირება ვერ მოასწრო. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის 4 ივლისს გაიმართება. მანამდე, გიორგი პერტაიამ მიმდინარე ეკონომიკურ თემებზე საქმის კურსის კითხვებს უპასუხა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები