მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ქობულია: ეს [რუსული] კანონი აბსოლუტურად უაზროა

გიორგი ქობულია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას აზრით, „ეს კანონი აბსოლუტურად უაზროა“. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოს პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული ე.წ. რუსული კანონის შეფასებისას განაცხადა.

„ჩვენ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება და ამ კანონის მიიღება საქართველოს გეზს არ შეესაბამება... ეს კანონი აბსოლუტურად უაზროა", - ამბობს გიორგი ქობულია.

„ქართული ოცნების“ მთავრობის ყოფილ წევრს უჭირს იპოვოს ლოგიკური ახსნა, რატომაც ხელისუფლებამ ე.წ. რუსული კანონი მიიღო, რადგან მისი შეფასებით, ამ კანონით სახელისუფლებო პარტიამ „დემოკრატიულ სამყაროს სილა გააწნა“ და საკუთარი თავიც დაიზიანა.

„მთავარი კითხვაა - რატომ აკეთებენ ამას და ვერ ვხსნი“, - დასძინა გიორგი ქობულიამ, რომელსაც არც იმის სჯერა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „რუსული კანონი“ რუსეთის იძულებით მიიღო.

ამასთან, ის ურჩევს მმართველ პარტიას, არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო.

„ქართული ოცნების“ მიმართ ჩემი მეგობრული რჩევაა, რასაც ალბათ არავინ გაითვალისწინებს, მაგრამ მაინც, რომ ნახონ შედარებით, ლამაზი გამოსავალი. ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც პრეზიდენტი ამ კანონს ვეტოს დაადებს, არ დაძლიონ და თქვან, რომ ჩვენ ვიფიქრეთ ამ საკითხზე, გვჯერა ამ კანონის, მაგრამ რადგან ხალხის პროტესტი და საგარეო კურსის შეცვლასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, არ დავძლევთ“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები