მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ქოჩორაშვილის სატრანსფერო ღირებულება €4 მლნ-მდე გაიზარდა

ქოჩორაშვილის ღირებულება გაიზარდა

საფეხბურთო პორტალ Transfermarkt-ის მიხედვით საქართველოს ნაკრებისა და “ლევანტეს” ნახევარმცველის გიორგი ქოჩორაშვილის სატრანსფერო ღირებულება 2,5 მილიონიდან 4 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

უკანასკნელ თამაშებში ქოჩორაშვილის როლი, როგორც ნაკრების, ისე კლუბის რიგებში გადამწყვეტი იყო. გიორგი ქოჩორაშვილმა გასულ სანაკრებო შეხვედრაში გოლი ალბანეთის ნაკრებს გაუტანა, ხოლო “ლევანტეს” რიგებში უკანასკნელად “ალმერიას” კარი აიღო.

უეფა-ს ერთა ლიგის სერიის შეხვედრებისას მან უკრაინასთან დაპირისპირებისას მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც დღევანდელ შეხვედრაში ალბანეთის წინააღმდეგ მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ქოჩორაშვილის გარდა გაიზარდა “გრანადაში” მოასპარეზე გიორგი წიტაიშვილის ღირებულებაც, რაც 800 ათასი ევრო იყო და ამჟამად მილიონს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთის ნაკრებს უმასპინძლებს. თამაში 20 საათზეა ჩანიშნული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები